ინდოეთში საქართველოს ორი მოქალაქე კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირდა
ინდოეთში საქართველოს ორი მოქალაქე კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირდა, – ამის შესახებ
“დღის კურიერის” ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საელჩო მათ ეხმარება და ყოველდღიურ კონტაქტზე არიან.
“ყველამ კარგად ვიცით, რომ ინდოეთში რთული მდგომარეობაა, საელჩოს თანამშრომლები აგრძელებენ დისტანციურად მუშაობას.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ინდოეთში არიან, კოორდინაციაში არიან ჩვენთან და მათ ყურადღებას ვაქცევთ. ცხელი ხაზიც ამოქმედებულია.
ორ მათგანს აქვს კოვიდი, საელჩო ეხმარება მათ და ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ”, – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.