ზალკალიანმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილე მიულოცა
ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილე მიულოცა.
მიმართვაში, რომელიც მინისტრმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა, დავით ზალკალიანი ხაზს უსვამს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების თავდადებასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მათი კონტრიბუციის მნიშვნელობას. მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების იუბილეზე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარის, ავიაციის მარშლის სერ სტიუარტ ფიჩის საქართველოში ვიზიტი სწორედ იმის დადასტურებაა, თუ რამდენად აფასებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ქვეყნის სხვა პარტნიორები საქართველოს სამხედროების წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.