თამარ გაბუნია: „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გამოაქვეყნებს.
„სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ „სინოფარმი“ დღევანდელი მდგომარეობით ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის. ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინით. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, თუ არ დაასწრებს, მალევე დაეწევა პროცესს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.