რა შემთხვევაში შემსუბუქდება კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვები – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

 

რა შემთხვევაში შემსუბუქდება კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვები – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მოსახლეობის ორი პროცენტი გვყავს მარტო აცრილი, ეს მაჩვენებელი ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. აი, სადღაც, 30 პროცენტზე მაინც რომ ავალთ, მერე ვილაპარაკოთ, ყველანაირი შეზღუდვები ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს “კომენდანტის საათი”, ისიც შემსუბუქდება, ანუ მისი ინტერვალი შემცირდება.

თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი 90-95 პროცენტი იქნება – თუ ეს პირობები დაცული იქნა და მთავრობამ არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ მთავრობას პრეტენზიები წაუყენოთ”,- განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები