დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას საქართველოში ვაქცინების ტრანსპორტირებისთვის მადლობას უხდის
საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს მადლობას უხდის საქართველოში ჩინური ვაქცინების ტრანსპორტირების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.
“მადლიერი ვარ, ძვირფასო პიტერ შენი წვლილისთვის, რომ მომხდარიყო კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინების საქართველომდე უვნებლად ტრანსპორტირება.ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის!”, – წერს ზალკალიანი და ეხმიანება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს მიერ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ იტვირთება ჩინეთიდან უნგრეთისა და საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინები უნგრულ თვითმფრინავში.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილო ვაქცინები, რომლის ტრანსპორტირებაც საქართველოსთვის უნგრულმა მხარემ განახორციელა, თბილისში დღეს ჩამოვა.