კახა კუჭავა: ძალიან ვწუხვარ ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო

ძალიან ვწუხვარ ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. იგი უყვარდა თანაბრად ყველას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

“კახი კავსაძემ თავისი შემოქმედებით, განსახიერებული როლებით კაცთმოყვარეობის, პატრიოტიზმის, ვაჟკაცობის მაგალითები მოგვცა და დაგვიტოვა. პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი კახის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები