არჩილ თალაკვაძე: ადამიანებისთვის, რომლებიც სკამებზე არიან შეყვარებული, გაუგებარი იქნება, რა გადაწყვეტილება მივიღე მე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც სკამებზე არიან შეყვარებული, მის გადაწყვეტილებას სპიკერის თანამდებობის დატოვების შესახებ ვერ გაიგებენ.

“ადამიანები, რომლებიც სკამებზე არიან შეყვარებული, ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არასდროს არ ეთმობოდათ თანამდებობები და ამისთვის საზოგადოების ინტერესებს სწირავდნენ, რა თქმა უნდა, მათთვის გაუგებარი იქნება, თუ რა გადაწყვეტილება მივიღე მე ან წარსულში გუნდის ლიდერებმა, რომლებმაც ასეთივე სტანდარტი აჩვენეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები