რეგიონების განახლების მასშტაბური პროგრამის ზედამხედველობას კომისია განახორციელებს

რეგიონების განახლების მასშტაბური პროგრამა 500 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული და 4 წლის განმავლობაში განხორციელდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, პროგრამის ფარგლებში, მოხდება მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია.

„მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ პროგრამის განხორციელებასა და ზედამხედველობას კომისია განახორციელებს, რომლის შემადგენლობაში შედიან როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე – ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები