ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid 19-თან დაკავშირებით პანიკისშემცველი პოსტები წაიშლება

ინდოეთის მთავრობამ გადაწყვიტა, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკისშემცველი და გამაღიზიანებელი პოსტები სოციალური ქსელებიდან წაშალოს. ამის შესახებ ინფორმაციას hindustantimes.com ავრცელებს. „ტვიტერის” ადმინისტრაციის განმარტებით, კომპანია ეთანხმება იურიდიული საკითხების მიღების პირობებს და დაბლოკვის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ცენტრმა გასცა ბრძანება, წაშალოს კორონავირუსთან დაკავშირებით 100-ზე მეტი პოსტი „ტვიტერზე”, „ფეისბუქსა” და „ინსტაგრამზე” და, მათ შორის, Trinamool კონგრესის ხელმძღვანლის Mamata Banerjee-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფექციური დაავადებების გავრცელება გრძელდება.

„კორონავირუსთან დაკავშირებულმა პოსტებმა, რომლებშიც ნაჩვენებია კრემაციის ამსახველი მასალა, შესაძლოა, საზოგადოებაში პანიკა და გაღიზიანება გამოიწვიოს. ამგვარი პოსტები სამედიცინო პერსონალზე ძალადობად მიიჩნევა და სწორედ ამ მიზეზით, მსგავსი შინაარსის პოსტები უნდა დაიბლოკოს”, – აღნიშნა მთავრობის ერთ-ერთმა მეთაურმა, რომელმაც, როგორც გამოცემა წერს, საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა.

Hindustantimes-ის ინფორმაციით, მამატა ბანერჯის ფეისბუქგვერდს სახელწოდებით Banglar Gorbo Mamata 2,7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ის ოფიციალურად დადასტურებული ანგარიშია. Hindustantimes-მა მოიპოვა წვდომა აღნიშნულ ფეისბუქგვერდზე, თუმცა, დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა, მიიღო თუ არა გვერდის ადმინისტრატორმა პოსტების წაშლის შესახებ ფეისბუქისგან შეტყობინება. დაზიანებულ ანგარიშებში შედის ინფორმაციები კონგრესის ტეპუტატის –  რევანტა რედის, ინდოელი პოლიტიკოსის – მოლოია გატაკას, დასავლეთ ბენგალის სახელმწიფო მინისტრის, კინორეჟისორების ვინოდ კაპრისა და ავინშა დასის და Mamata Banerjee მხარდამჭერების შესახებ. აღნიშნული ანგარიშები „ტვიტერმა” ინდოეთში დაბლოკა, ხოლო ფეისბუქის ადმინისტრაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. https://www.hindustantimes.com/india-news/govt-orders-removal-of-posts-on-covid-19-terms-it-inflammatory-content-101619289601923.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები