აირჩიე ,,ვისრა” – მიტანის სერვისი თბილისსა და რეგიონებში

მიტანის სერვისი „ვისრა“ ქართულ ბაზარზე მარტის თვიდან გამოჩნდა. კომპანიის მიზანია მომხმარებელს საშუალება მისცეს, მობილური აპლიკაციის გამოყენებით შეუკვეთოს სასურველი კერძი, სურსათი, საჩუქრები და სხვა პროდუქტები.

ბაზარზე გამოჩენის მოკლე პერიოდის მიუხედავად, ვისრა უკვე ოპერირებს საქართველოს 4 ქალაქში – თბილისში, გორში, ქუთაისსა და სამტრედიაში. უახლოეს პერიოდში კომპანიამიტანის სერვისს ასევე შესთავაზებს ოზურგეთის და ბათუმის მოსახლეობას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიტანის სერვისი ხელმისაწვდომი იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღეისათვის 4 ქალაქში ვახდენთ ოპერირებას, რომელიც სულ მალე გაიზრდება.ვისრას მომსახურება სრულად ფარავს თბილისს და მის შემოგარენს. მათ შორის მცხეთას, საგურამოს,კიკეთს, ტაბახმელას, კოჯორს, ზემო და ქვემო ფონიჭალას. ეს მხოლოდ ნაწილია თბილისის შემოგარენის, სადაც მომხმარებლებს შეუშლიათ აირჩიონ ვის რა სურთ და ჩვენ მოვემსახურებით ნებისმიერ დროს.

აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო რეგიონებზე, სადაც დაფარვის არეალი საკმაოდ დიდი გვაქვს. მაგალითად, ქუთაისიდან მომსახურებას უზრუნველვყოფთ წყალტუბოშიც. ასევე სამტრედიიდან პროდუქციის გამოძახება შეუძლიათ აბაშის და ხონის მოსახლეობასაც. ჩვენ შევისწავლეთ მოსახლეობის მიმოსვლა ქალაქებს შორის და მიტანის სერვისის არეალი განვსაზღვრეთ იმის მიხედვით თუ რომელ ქალაქებს შორისაა ყველაზე ხშირი გადაადგილება, ანუ რომელი ქალაქებია უფრო მჭიდროდ დაკავშირებული სავაჭრო თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე“ – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ლევან გიგაიამ.

,,ვისრას” აპლიკაცია ხელმისაწვდომია GooglePlay-ზე და AppStore-ზე. გადმოწერა ასევე შესაძლებელია კომპანიის ვებ გვერდიდან visra.ge. აირჩიეთ ,,ვისრა” და მიიღეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები