თბილისში კორონავირუსის 285 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 68, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 49

თბილისში კორონავირუსის 285 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 68, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 49, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 644 პირი, მათ შორის, თბილისში – 301, აჭარაში – 73, იმერეთში -87.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 36, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 10, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 49, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, საიდანაც: 3 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 995, აჭარაში – 419, იმერეთში – 410, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები