სერგო ჩიხლაძე: ამნისტიის კანონი არ შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განმარტებით, ამნისტიის კანონი არ შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინეს.

მისი თქმით, საერთაშორისო კონვენცია ასეთი მუხლების ამნისტიაში შეტანას კრძალავს.

„ამ მუხლში ვერანაირად ვერ მოხვდება ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. ფიზიკურად ეს ვერ მოხდება, რადგან ჩვენ საერთაშორისო კონვენციის წევრი ვართ, რომელიც ასეთი მუხლების ამნისტიაში შეტანას უბრალოდ კრძალავს. ასევე, ვერ მოხდება, თუ სამომავლოდ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა ბრძანების გაცემაზე და ასე შემდეგ, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებზე. ამ მუხლში მოხვდება ნიკა მელია, 15-მდე სხვა ადამიანი, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობდა. ერთადერთი კომპრომისი შეიძლება, იყოს ის, რომ შესაძლებელია, მოხვდეს ის 2 პოლიციელი, რომლებიც შედარებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულისთვის არიან პასუხისგებაში მიცემული“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები