ეკატერინე ტიკარაძე: ,,ფაიზერთან” მიმართებით მუშაობა მიმდინარეობს, რომ დადგინდეს თარიღები, როდის იქნება შესაძლებელი მოწოდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ჯერ ,,ასტრაზენეკას” ვაქცინა შემოვა, შემდეგ კი – ,,ფაიზერი”.
მისივე თქმით, ,,მოდერნას” მოწოდებასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ არის.
,,ფაიზერთან” მიმართებით მუშაობა მიმდინარეობს, რომ დადგინდეს თარიღები, როდის იქნება შესაძლებელი მოწოდება, ,,მოდერნასთან” მიმართებით არ გაგვაჩნია კონკრეტული შეთანხმება მათგან და, აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ. ჯერ ,,ასტრაზენეკა” შემოვა, შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ შემოვა ,,ფაიზერი”. ჩვენ უკვე მივეცით შესაძლებლობა ჩვენს მოქალაქეებს, ვაქცინაციის პროცესში ფართომასშტაბიანად ჩაერთონ,” – განაცხადა ტიკარაძემ.