“ყველა არჩევნების წინ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ცდილობდნენ, რეგიონებში გასულიყვნენ და იქ უარს რომ იღებდნენ, უცხოეთიდან ცდილობდნენ, თანხები და მხარდაჭერა წამოეღოთ” – მაჭარაშვილი
ლ”ყველა არჩევნების წინ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ცდილობდნენ, რეგიონებში გასულიყვნენ და იქ უარს რომ იღებდნენ, უცხოეთში მიდიოდნენ – ცდილობდნენ, იქიდან თანხები და მხარდაჭერა წამოეღოთ”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ოპოზიციას გაერთიანების თავადაც არ სჯერა.
“ამ ვითომ გაერთიანების თავადაც არ სჯერათ. როგორც კი გაერთიანება დააარსეს, თქვეს, კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე ვიბრძოლებთო. ასეთი მიდგომები როცა გაქვს, ცალ-ცალკე ივლი, თუ ოთახ-ოთახ, ამას არაფერი ეშველება. რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ სატელიტებმა? ეკლესიის გინების გამო ან წინა ხელისუფლების მსხვერპლთა ოჯახების წინაშე ბოდიშს იხდიან? არ იხდიან. ხალხმა, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, 17-21 მარტს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეკლესიისა და მართლმადიდებლობის მომხრეა. ე.წ. გაერთიანებაში კი მხარს უჭერენ ლგბტ პროპაგანდას. რას შესთავაზებენ ხალხს? მათი არავის სჯერა, მგონი, არც მათ ამომრჩეველს“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.