კახა კალაძე: დამატებით კვლევები ჩავიტარე, ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს.

„რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და კითხულობს, თუ რა ხდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თავი ვალდებულად ჩავთვალე, მოგაწოდოთ ინფორმაცია. დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ, რომ ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გაავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები