გიორგი ხანიშვილი “ასტრაზენეკათი” აიცრა – „ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გამოსავალია”
„ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია, საზოგადოება დაიცვას და უმოკლეს ვადებში შევძლოთ გახსნილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, რომელიც დღეს AstraZeneca – ს ვაქცინით აიცრა.
„მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო პერსონალს. თავს ვგრძნობ კარგად. მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, დარეგისტრირდნენ და აიცრან, რათა მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.