ივანე ჩხაიძე: ქვეყანა მეორე “ლოქდაუნს” ვერ გაუძლებს
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენციის გაგრძელებას შესაძლოა, წარმოუდგენელი შედეგი მოჰყვეს.
მისივე თქმით, ქვეყანა მეორე “ლოქდაუნს” ვერ გაუძლებს.
„თუ ჩვენ ეს ტენდენცია შევინარჩუნეთ, თუ ჩვენ სასწრაფოდ არ გავითავისეთ, რომ ამ ზრდას შესაძლებელია, მოჰყვეს იმავე მდგომარეობაში დაბრუნება, როგორშიც ქვეყანა ნოემბრის ბოლოს იყო, ეს იქნება სრულიად წარმოუდგენელი შედეგი. ვინაიდან ქვეყანა ვერც მეორე ,,ლოქდაუნსა,, და ვერც პაციენტების ამ რაოდენობას გაუძლებს მეორედ“, – განაცხადა ჩხაიძემ.