ამირან გამყრელიძე: სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო.

გამყრელიძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას, ასევე, ზედამხედველობის სამსახურებს, რომ მეტი კონტროლი იყოს, რადგან არ გვინდა, ერთი მხრივ, ისევ გავიმეოროთ ნოემბერ-დეკემბერი, მეორე მხრივ კი, დაწესდეს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები. თუმცა, ამავე დროს, პინაზე იდება ადამიანთა ჯანმრთელობა. ჩვენ თუ ვერ შევაკავეთ ეპიდსიტუაცია, საკოორდინაციო საბჭოს მოუწევს ამის აწონ-დაწონვა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აქედან გამოსავალი არის ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვა. უნივერსალური ტარება პირბადის, რაც არის პირველი იარაღი, დისტანციის დაცვა, ჰიგიენური წესები და, რაც მთავარია, დიდ ღონისძიებებზე თავის არიდება, აკრძალვა, განსაკუთრებით სუფრის, ქეიფის. კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე. ყველა რეგიონში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული გვაქვს. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, იმერეთი და სხვა რეგიონი. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში. ამიტომ, აუცილებელია ყველა ღონისძიების სათანადოდ დაცვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები