თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკები მაღალია

“ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების რისკები მაღალია”, – ეს განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა.

„ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელება არის ფართო. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ კლასტერებზე, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია, ასევე, ვსაუბრობთ შემთხვევებზე, რომლებიც რომელიმე კლასტერთან არ არის დაკავშირებული. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება. ამდენად, კორონავირუსის გავრცელების რისკები მაღალია“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 374 ადამიანს დაუდასტურდა.

12 აპრილის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.66 %-ია.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები