საქართველოს ლინას ლინკევიჩუსი ეწვევა

საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას ინფორმაციით, თბილისს თვის ბოლოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. როგორც კალინდრა სოციალურ ქსელში წერს, ლინას ლინკევიჩუსის ვიზიტის დროს მხარეები ევროკავშირის მედიაციის შუამავლობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგზე, ევროატლანტიკურ მომავალსა და ლიეტუვა-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები