“9 აპრილის მოვლენებმა ბევრს შთააგონა, შეერთებოდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს” – საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს განცხადება
“საქართველო დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 32-ე წლისთავს აღნიშნავს, როდესაც საბჭოთა არმიამ საქართველოს დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრაცია უხეშად დაშალა”, – ნათქვამია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაში.
აღინიშნება, რომ “დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისკენ მიმართული მოძრაობამ, რომლის მამოძრავებელი ძალა იყო ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ათასობით ადამიანი გააერთიანა – ადამიანები, რომლებსაც სუვერენიტეტი და საბჭოთა კავშირისგან საქართველოს გამოყოფა სურდათ. 21 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად – ქალები და ბავშვები, მათგან ყველაზე ახალგაზრდების ასაკი 16 წელი იყო.
ამ ტრაგიკულმა მოვლენამ საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალა გზა. 9 აპრილის მოვლენებმა ბევრს შთააგონა, შეერთებულიყვნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს, რამაც საბოლოოდ გამოიწვია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ აქტის მიღება – ზუსტად 2 წლის შემდეგ, სიმბოლურად, 1991 წლის 9 აპრილს”, – ნათქვამია განცხადებაში.