რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა
რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ვადაზე ადრე გაათავისუფლა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განცხადა.
მისი ინფორმაციით, გათავისუფლებული ორი პირი რუსულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავა. “ისინი რუსეთის მხარემ გაათავისუფლა და უკვე საქართველოში, თავის ოჯახებთან იმყოფებიან. დარჩა კიდევ რამდენიმე მოქალაქე და ჩვენ ვმუშაობთ მათ გათავისუფლებაზეც”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. აბაშიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტი არის პასუხი იმ ოპონენტებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთთან დიალოგი საჭირო არ არის.
“ჩვენ ამ თემას და ოპონენტების კრიტიკას არ ვპასუხობდით, მაგრამ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის პასუხი იმ კრიტიკაზეც, რომ რუსეთთან დიალოგი საჭირო არ არის. ეს არის სწორედ ამ დიალოგის ერთ-ერთი შედეგი“, – განაცხადა აბაშიძე.
პრემიერის წარმომადგენელი, დარწმუნებულებია, რომ სხვა დაკავებულებთან დაკავშირებითაც ანალოგიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მისი ინფორმაციით, გათავისუფლებული ორი პირს 8 და 9 წელი ჰქონდათ მისჯილი. გათავისუფლებულების ვინაობა ზურაბ აბაშიძემ არ დააკონკრეტა.