მეუფე იოანე: ეს განხეთქილება არაა, ეს არის პატარა შფოთი, რომელიც თქვენ გაშფოთებთ და ჩვენ არ გვაშფოთებს

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ეკლესიაში არა განხეთქილება, არამედ პატარა შფოთია.

“სამწუხაროა ეს მოვლენები, რომ პირადი სიმპათიების გამო საეკლესიო სამართლის ფარგლებს გასცდა ხალხი. ლაპარაკობს, იქეთ თითს იშვერს. არა და, ვინ დაიწყო ეს ყველაფერი? ვინც დაიწყო, იმან უნდა აგოს პასუხი. არ არის ჩვენი სურვილი, რომ ვინმე განიკვეთოს, პირველ ყოვლისა კი, პატრიარქის სურვილი არაა, ამიტომ უწოდა უძღები შვილი, უძღები შვილი ვინ იყო? ვინც მამის სახლი დატოვა, წავიდა სხვაგან და მერე მობრუნდა სინანულით, პატრიარქმა ანიშნა, რომ მე მიგიღებ სინანულით, ეს განხეთქილება არაა, ეს არის პატარა შფოთი, რომელიც თქვენ გაშფოთებთ და ვიღაცებს, ჩვენ არ გვაშფოთებს. ჩვენ ვწუხვართ, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ პატივდებულნი, დღეს უცნაურად იქცევიან”, – აცხადებს მეუფე იოანე.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიის მოქმედი მმართველი მიტროპოლიტი, სტეფანე კალაიჯიშვილი ეპარქიის ყოფილ მმართველს, პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განვითარებული მოვლენების გამო მღვდელმსახურება რამდენიმე სასულიერო პირს შეუჩერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები