ტრამპმა იაპონიასთან მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების შესახებ განაცხადა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-მა იაპონიასთან „მასშტაბურ“ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რომელიც 15%-იან საპასუხო ტარიფს მოიცავს.

როგორც მან Truth Social- ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, იაპონია შეერთებულ შტატებში 550 მილიარდ დოლარს ჩადებს, რომელიც მოგების 90%-ს მიიღებს. ასევე ამ შეთანხმების თანახმად, იაპონია შეერთებულ შტატებს 15%-ის ოდენობის საპასუხო გადასახადებს გადაუხდის.

„ჩვენ ახლახან დავასრულეთ მასშტაბური შეთანხმება იაპონიასთან, შესაძლოა, ყველაზე მასშტაბური შეთანხმება, რომელიც კი ოდესმე დადებულა. ეს შეთანხმება ასობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის – მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იაპონია თავის ქვეყანას ვაჭრობისთვის გახსნის, განსაკუთრებით მსუბუქი და სატვირთო მანქანების, ბრინჯის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ასევე სხვა საქონლის მიმართულებით“, – დასძინა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები