ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის სამედიცინო სექტორი გადატვირთული არ არის, თუმცა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების მდგომარეობა
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მედპერსონალის მდგომარეობა გაითვალისწინონ.
„ამ ეტაპისთვის სამედიცინო სექტორი გადატვირთული არ არის, თუმცა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების მდგომარეობა, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია, საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა პირბადის გამოყენებასა და ვაქცინაციაში ჩართულობასთან მიმართ, ვინაიდან არა მხოლოდ საწოლფონდი წარმოადგენს გადატვირთვის ზღვარს, არამედ მედპერსონალიც და მნიშვნელოვანია მათ გაუწიოთ ანგარიში“, – განაცხადა მინისტრმა.