თამარ გაბუნია: ტენდენციები თუ ამგვარი მატებით გაგრძელდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების ისევ იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ
“ტენდენციები თუ ამგვარი მატებით გაგრძელდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების ისევ იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე არსებულ წესებს.
„პირველ ყოვლისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ტესტირების პროგრამის გაფართოება როგორც ბიზნეს გარემოში, ისე, დასახლებულ პუნქტებში, სადაც იკვეთება შემთხვევების მატება. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა უკვე დაწესებული რეგულაციების ზედმიწევნით აღსრულება. ჯერჯერობით, ის ზომები, რომლებიც დაწესებულია, უნდა აღსრულდეს, მაგრამ ტენდენციები თუ ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების ისევ იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ საზოგადოება რამდენად დაიცავს უკვე დაწესებულ წესებს და ეს იქნება გარანტია, რომ არ დავუბრუნდეთ უფრო მკაცრ შეზღუდვებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.