„მეუფე პეტრე ეპარქიას სააკაშვილისეული სტილით მართავდა, მისი მხრიდან ცემა-ტყეპას ჰქონდა ადგილი, პირადად იქნევდა ხელებს“ – გიორგი ანდრიაძე

“ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი პეტრე ეპარქიას სააკაშვილისეული სტილით მართავდა, მისი მხრიდან ცემა-ტყეპას ჰქონდა ადგილი, პირადად იქნევდა ხელებს”, – ამის შესახებ პატრიარქის მოადგილემ მეცნიერებათა აკადემიაში, გიორგი ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ მეუფე პეტრემ ეპარქიაში სასულიერო პირები თავისი მეგობრებით ჩაანაცვლა.
„დაახლოებით, 5-6 წლის წინ ეპარქიიდან 35 სასულიერო პირი წამოვიდა. ბერები, მღვდლები, მონაზვნები თბილისში ჩამოვიდნენ და პატრიარქს მეუფე პეტრეს მოქმედებების შესახებ შესჩივლეს, რომელიც ეპარქიას სააკაშვილისეული სტილით მართავდა. მისი მხრიდან ცემა-ტყეპას ჰქონდა ადგილი, პირადად იქნევდა ხელებს. მაშინ ეს სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიაში გადაანაწილეს. პატრიარქმა ეკლესიაში მშვიდობას დაუჭირა მხარი, თუმცა, შენიშვნები პეტრეს მისცა. დღეს თუ ეპარქიაში ვინმე გამოდის, ესენი მეუფე პეტრეს მიერ ნაკურთხი ხალხია, ანუ მისი მეგობრები არიან. მან ეპარქიის ძველი სასულიერო პირები თავისი ხალხით ჩაანაცვლა“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები