კორონავირუსზე ვაქცინის გაკეთებას 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ
კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი ფართოვდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ.
„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან დაკავშირებით, რომლითაც დღეს საქართველო ხელმძღვანლობს ვაქცინაციის პროცესის წარმართვასთან მიმართებით. საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქედან, რომ ჩვენ დავაკვირდით, თუ რამდენად დიდია ინტერესი და რამდენად კარგი არის აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით. ასევე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა”, – განაცხადა ტიკარაძემ.