ირაკლი კობახიძე: გვაქვს იმის იმედი, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებით დასრულდება

“გვაქვს იმის იმედი, რომ ეს ყველაფერი დასრულდება შეთანხმებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის საერთო შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

„იქნება კონსულტაციები ჩვენთანაც, ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც და ხვალ უკვე, ალბათ, საერთო რეჟიმში გაგრძელდება დიალოგი. გვაქვს იმის იმედი, რომ  ყველაფერი დასრულდება შეთანხმებით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხარეების კეთილ ნებასა და სათანადო მიდგომაზე. ეს არის მთავარი იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები