მარკ კლეიტონი: მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთეთ ვაქცინა – ეს არის საუკეთესო ნაბიჯი თქვენი, თქვენი ოჯახებისა და საზოგადოების დასაცავად
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
“კარგი შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან. მივულოცე, რომ თავადაც გაიკეთა კოვიდის ვაქცინა. მოვუწოდებ ყველას, გაიკეთონ ვაქცინა როდესაც მათი რიგი მოვა – ეს არის საუკეთესო ნაბიჯი თქვენი, თქვენი ოჯახების და საზოგადოების დასაცავად”, – წერს ელჩი twitter-ზე.