ამირან გამყრელიძე: ტრაგიკული ფაქტის მიუხედავად, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, მეტი მუშაობა გვმართებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ და მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციაზე გადის.
მისივე თქმით, მეტი მუშაობაა საჭირო, რადგან ვაქცინაციის გარეშე პანდემია ვერ დამარცხდება.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოში ტრაგიკული ფაქტიც გვაქვს. ეს ყველაფერი უკიდურესად მძიმეა, მაგრამ როდესაც ცივი გონებით აწონი, რა თქმა უნდა, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. პანდემიის დამარცხების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციაზე. მეტი მუშაობა გვმართებს, რომ მოტივაცია გაჩნდეს ვაქცინირებულთათვის. ამის გარეშე ეპიდემია არ გაჩერდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.