როდის დაიწყება საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

“ერთადერთი დამაიმედებელი არის ის, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის შესაძლო პერიოდი დაახლოებით თბილ პერიოდს დაემთხვევა”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

მისი თქმით, რეგულაციების აღსრულების კუთხით სიმკაცრეა საჭირო.

“ვირუსს აქვს ძალიან მაღალი პოტენციური გავრცელების რეპროდუქციული მაჩვენებელი. ამ რეპროდუქციული მაჩვენებლის 1%-ის ქვემოთ შენარჩუნებას, ანუ პანდემიის სტაბილურობას უზრუნველყოფს მობილობის შემცირება და პირბადის ტარება.

მესამე გავლენის მომხდენი არის ვაქცინაცია, რაც ჩვენ დროის მოკლე პერიოდში ვერ წამოგვეხმარება, რადგან ამ შემთხვევაში უკვე დიდი პოპულაცია უნდა იყოს აცრილი.

ანუ ჩვენ, რეალურად, ვრჩებით, რეგულაციების მართვის იმედზე. აღსრულების მხრივ უნდა იყოს სიმკაცრე, რადგან ჩვენ არ უნდა მივცეთ მოქალაქეებსა და ბიზნესს მოდუნების საშუალება. თავად ბიზნესმაც არ უნდა მისცეს საკუთარ თავს მოდუნების საშუალება.

ერთადერთი დამაიმედებელი არის ის, რომ მესამე ტალღის შესაძლო პერიოდი დაახლოებით თბილ პერიოდს დაემთხვევა – გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულისკენ. ამ პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში ატარებს დროს, ისედაც ბუნებრივი ვენტილაცია გაძლიერებულია, მჭიდრო კონტაქტი ნაკლებია და შესაბამისად, ეს [მესამე ტალღა] ისეთივე მასშტაბური არ იქნება, როგორიც იყო შემოდგომით. იქნება ახალი ტალღა, მაგრამ ეს არ იქნება ცუნამისებური, როგორიც ჩვენ უკვე გადავიტანეთ”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი ორის” ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები