ხატია დეკანოიძე: არ მივიჩნევ გიორგი გახარიას არავითარი მესამე ძალის მოვლენად, ის რჩება 20 ივნისის მთავარ შემოქმედად

“თუ გახარია რაიმე პოლიტიკური დივიდენდის წამოღებას აპირებს “ქართული ოცნების” ჩამოშლის შემდეგ, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაარტყამს ბიძინა ივანიშვილს”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

დეკანოიძის თქმით, გახარიას დამოკიდებულება სამართალთან, ოკუპაციასა და, ზოგადად მოქალაქეებთან დადებით შეფასებებს არ იმსახურებს.

“ის რჩება 20 ივნისის მთავარ შემოქმედად, ძალიან კარგი კავშირებით რუსეთში. თუ გახარია რაიმე პოლიტიკური დივიდენდის წამოღებას აპირებს “ქართული ოცნების” ჩამოშლის შემდეგ, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაარტყამს ბიძინა ივანიშვილს.

მე არ მივიჩნევ გიორგი გახარიას არავითარი მესამე ძალის მოვლენად. მისი დამოკიდებულება სამართალთან, ოკუპაციასა და, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებთან, არ იმსახურებს დადებით შეფასებას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები