„ცოცხალი იყო, გული მუშაობდა” – მეგი ბაქრაძის ოჯახის განცხადებას ლალი ტურძელაძე პასუხობს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე „რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ მეგი ბაქრაძე, რომელსაც კოვიდის ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, თბილისში ჩამოყვანის დროს ცოცხალი იყო.

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ბაქრაძე ვაქცინის გაკეთებიდან მალევე, ახალციხეში გარდაიცვალა.

„ცოცხალი იყო შემოყვანის დროს, გული მუშაობდა, აპარატზე იყო შეერთებული და მეორე დღეს, 12 საათზე გულმა ფუნქციონირება შეწყვიტა,”- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მეგი ბაქრაძემ „ასტრაზენეკას” ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა “იმედში” გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები