„საქართველოსა და რუსეთს შორის კვლავ რთულ პრობლემად ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი რჩება“

ირაკლი ღარიბაშვილმა “ევრონიუსთან” ინტერვიუში საქართველო – რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველომ ყველაფერი იღონა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის.
“ეს იყო ევროკავშირის, აშშ-სა და საქართველოს სხვა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების რეკომენდაცია. წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ძალიან რადიკალური მიდგომა ჰქონდა რუსეთთან და ჩვენ შევცვალეთ ეს რიტორიკა, ეს რადიკალური მიდგომა. თანდათანობით, რუსეთმაც დაიწყო ბაზრის გახსნა ქართული პროდუქტებისთვის, ქართული ღვინისთვის, მინერალური წყლისთვის. ჩვენ ასევე გავაუმჯობესეთ ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტი, სატრანსპორტო კომუნიკაცია. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ვაწყდებით უამრავ პროვოკაციას და პრობლემას რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ზოლთან. მათ ასევე განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი – გადმოწიეს მავთულხლართები და ააგეს ბარიერები, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის უამრავ პრობლემას ქმნის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები