ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 1143 მუშაკი აიცრა
ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 1143 მუშაკი აიცრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14:00 საათის მონაცემებით, პორტალზე booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 4456 მუშაკი.
ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.