კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ის მოსაზრებები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. დანიელსონთან ერთად, არასამთავრობოებთან შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი  – კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი – კელი დეგნანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები