ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ქუთაისში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით რიონის ხეობის წარმომადგენლებს ხვდებიან

ქუთაისის მერიის შენობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს ხვდებიან.

შეხვედრაზე მხარეები „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის შესახებ იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილმა და ნათია თურნავამ პირველი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან ცაგერის კულტურის სახლში 5 მარტს გამართეს. ამავე დღეს მინისტრები სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველებს შეხვდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები