თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ
თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა მეორე მოსმენით გრძელდება. ცვლილების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-მდე გაიზრდება. არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატება დღევანდელი სამხარეო ცენტრები, ხოლო მერები პირდაპირი წესით აირჩევიან. პარლამენტში თავდაპირველად წარდგენილ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა. ცვლილები განიცადა 151-ე მუხლმა, რომელიც მუნიციპალიტეტებსა და მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომელთა რაოდენობას ადგენს. კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა 82 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო.