ამირან გამყრელიძე: ყველას უმორჩილესად გთხოვთ, დიდ თავშეყრებს, ქეიფებს თავი ავარიდოთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დიდ თავშეყრებსა და ქეიფს თავი აარიდონ.

„თუ ჩვენ მარტსა და აპრილში შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას ამ ფარგლებში, როგორშიც დღეს ვართ, მაშინ უკვე თბილ პერიოდში, მაის-ივნისში, ჩვენ შევალთ კარგი მაჩვენებლებით და დაზიანება ქვეყანაში მოსახლეობის, მხედველობაში მაქვს დაინფიცირება, სიკვდილიანობა და სხვა, იქნება გაცილებით მცირე. ამიტომ, ყველას უმორჩილესად გთხოვთ, პირბადე იყოს ერთ-ერთი მთავარი, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ისევე როგორც დისტანცია – განსაკუთრებით ახლა, როდესაც გაიხსნა შიდა სამასპინძლო დაწესებულებები, დიდ თავშეყრებს, ქეიფებს თავი ავარიდოთ,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები