მამუკა მდინარაძე: ვახტანგ გომელაური არის თავის საქმის პროფესიონალი და კარგი მაგალითია თითოეული გმირი პოლიციელის, თუ როგორი უნდა იყოს უწყების ხელმძღვანელი

პარლამენტში პლენარული სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა “მინისტრის საათის” ფორმატში დაგეგმილ მოხსენებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით,  ვახტანგ გომელაური არის კარგი პოლიტიკოსი და ვხედავთ მის წარმატებულ მუშაობას, ვხედავთ თითოეული პოლიციელის თავის დადებას, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალმა იკლოს და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული.

“გომელაურთან დაკავშირებით, მე პირადად კითხვას არ დავსვამ. იცით, რომ ჩვენ კოორდინაციაში ვართ და ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ზოგადად, ვახტანგ გომელაური არის კარგი პოლიტიკოსი და ის ჩვენი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრია, რაც შეეხება მის ფუნქციას, ცალკე აღებულს აღმასრულებლისა, ჩვენ ვხედავთ მის წარმატებულ მუშაობას და ვხედავთ თითოეული პოლიციელის თავის დადებას, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალმა იკლოს და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული.

დეპუტატებს, ბუნებრივია, ექნებათ კითხვები. ეს კითხვები შეეხება კრიმინოგენულ მდგომარეობას, დანაშაულის სტატისტიკას, შეეხება მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობას, რომელთან დაკავშირებითაც სწორედ ,,ქართული ოცნების,, ხელისუფლების პირობებში გადაიდგა მხოლოდ ქმედითი ნაბიჯები. მანამდე ეს საკითხი არავის ახსოვდა, 2012 წლამდე. ვინც საქმეს აკეთებს, სწორედ მას აკრიტიკებენ და ეს კრიტიკაც კარგია. ზედაპირზე ამოდის პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარების შესახებაც იქნება კითხვები. დარწმუნებული ვარ, ამის სათანადო პასუხები ექნება ვახტანგ გომელაურს, რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი და არის კარგი მაგალითი თითოეული გმირი პოლიციელის, მაგალითია – როგორი უნდა იყოს უწყების ხელმძღვანელი. ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ პირადად ასეთია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები