ბიძინა კულუმბეგოვი: შემზღუდავი ღონისძიებები იხსნება და ვაქცინაცია არ გაგვაჩნია, ამ გადასახედიდან ქვეყანას ძალიან დიდი რისკი უჩნდება
“ჩვენ ახლა რეალურად გვრჩება მარტო პირბადე, შემზღუდავი ღონისძიებები იხსნება და ვაქცინაცია არ გაგვაჩნია”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.
მისივე თქმით, ამ გადასახედიდან ქვეყანას ძალიან დიდი რისკი უჩნდება.
“ჩვენ ახლა რეალურად გვრჩება მარტო პირბადე, შემზღუდავი ღონისძიებები იხსნება და ვაქცინაცია არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ამ გადასახედიდან ქვეყანას უჩნდება ძალიან დიდი რისკი, რომ შემზღუდავი ღონისძიების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ შემთხვევების რაოდენობა დაიწყებს მომატებას. ერთი უბრალოდ ესეც მინდა, ვთქვა, რომ ამ ვირუსის სეზონურობის თავისებურება გამოიკვეთა და ჩვენი შესაძლო მესამე ტალღა ემთხვევა მაინც უფრო თბილ პერიოდს, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ ის არ იქნება ისეთი დრამატული, როგორიც იყო შემოდგომაზე მეორე ტალღა”, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.