ირაკლი ღარიბაშვილი რასმუსენს შეხვდება
ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღესვე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც თავად ანდერს ფოგ რასმუსენი მონაწილეობს. კომისიის სხდომაზე შეფასდება ის პროგრესი, რასაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია. ნატო-საქართველოს კომისიის მსგავსი მასშტაბური სხდომა, რომელსაც რასმუსენიც დაესწრო, ბოლოს დეკემბერში გაიმართა.