ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით განხორციელდა.
“ჩვენ დღეს ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება დემოკრატიული სტანდარტით, ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით. თქვენ დღეს ნახეთ მოზომილად, თავშეკავებით და მაქსიმალურად პროპორციული ღონისძიების გამოყენებით ისე, რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა. ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა “დღის კურიერში” სტუმრობისას.