ირაკლი ქადაგიშვილი: შესაძლებელია, ვინმემ საპარლამენტო შემადგენლობიდან სამთავრობო შემადგენლობაში გადაინაცვლოს

“სავსებით შესაძლებელია, ვინმემ საპარლამენტო შემადგენლობიდან სამთავრობო შემადგენლობაში გადაინაცვლოს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული სიახლეები იქნება, მათ შორის, პერსონალების მიმართაც.

„იქნება გარკვეული სიახლეები, ბუნებრივია, ახალი ადამიანია, ახალი ხედვები ექნება, მისი მხრიდან განსხვავებული თემების შემოტანასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი და ამ ყველაფერს, მათ შორის, მთავრობის პერსონალურ შემადგენლობაზე, პრემიერმინისტრი თვითონ მოგახსენებთ. გარკვეული სიახლეები იქნება, მათ შორის, პერსონალების მიმართაც, მაგრამ ჩემგან ამაზე მარჩიელობა აბსოლუტურად არარელევანტურია. სავსებით შესაძლებელია, ვინმემ საპარლამენტო შემადგენლობიდან სამთავრობო შემადგენლობაში გადაინაცვლოს, ასეთ დროს, როგორც იცით, ჩანაცვლება ხდება ხოლმე სიით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები