თინათინ ბოკუჩავა: შეიძლება, მართლაც განახორციელონ შტურმი, გავრილოვის მეორე ღამე მოაწყონ

ძალიან მშვიდობიანად და მტკიცედ დავიცავთ ნიკას, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, შტურმიც განახორციელონ და გავრილოვის მეორე ღამე მოაწყონ.

,,ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება. როგორც ხედავთ, ოპოზიციის ლიდერები ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ვიქნებით და დავიცავთ ნიკას. როგორც აქამდე ვაცხადებდით, ძალიან მშვიდობიანად და მტკიცედ დავიცავთ ნიკას, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ აქ არ ვიცავთ ერთი ადამიანის თავისუფლებას, აქ ვიცავთ ქვეყნის ღირსებას და ვეწინააღმდეგებით ივანიშვილის მცდელობას, დაიმონოს მთელი ქვეყანა. ისეთი უმეცრების სტადიაშია გადასული, შეშინებული ივანიშვილი, რომ არაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება, მართლაც განახორციელონ შტურმი, მოაწყონ მეორე გავრილოვის ღამე ისევ გავრილოვის სახელით, მისი და ოკუპანტი ქვეყნის ღირსების დასაცავად ჩვენი ღირსების ხარჯზე,”- თინათინ ბოკუჩავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები