თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
ინტენსიური თოვის გამო, თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. როგორც გზების საერთაშორისო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საერთაშორისო მნიშვნელობის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.