ხატია დეკანოიძე – “გირჩის” ლიდერებზე: სრულიად აცდენილები არიან რეალობას
“გირჩის” ლიდერების, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის პროტესტის ნიშნად დატოვებასა და მათ განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ხვიჩია და მეგრელიშვილი რეალობას აცდენილები არიან.
“სრულიად აცდენილები არიან რეალობას. საერთოდ სხვა პოზიცია აქვთ. მე, ისევე როგორც ბატონ ელისაშვილზე, ასევე დავასრულე საუბარი იაგოსა და ვახოზე”, – აღნიშნა დეკანოიძემ.