“დაბოლილები მოვიდნენ დაუპატიჟებლად, ხვიჩია ექსტაზში ჩავარდა” – კახა კუკავა “გირჩის” ლიდერებზე

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ “გირჩის” ლიდერები – იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ.

მისივე თქმით, ორივე “დაბოლილი” იყო.

“ორივე დაბოლილი იყო დღეს მოსული და უნდოდათ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ ხოლმე, ყურადღების მიქცევა. ხან მელიას დააბრალეს, რომ ფისტოლეტით დასდევდა, დღეს კი მეორე სისულელე მოიგონეს. სინამდვილეში, სტენოგრამა იყო ასე: ჯერ დაუპატიჟებლები მოვიდნენ, მათ ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა ნათელაშვილმა რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეკრება. რის შემდეგაც დაიწყეს პროვოკაცია, რომ არა, ჯერ უნდა მოგვისმინოთო. მე ვუპასუხე ამაზე, რომ გამოდიხართ ტელევიზიით და გვაბრალებთ, რომ ჩვენ მიშას თამაშს ვთამაშობთ და მაშინ აქ რატომ მოხვედით-თქო. ამაზე ჩავარდა ექსტაზში ხვიჩია, რომ, აი, აღიარა კუკავამ, რომ მიშას თამაშს თამაშობენო და ამის შემდეგ მოუწიათ მათ სხდომის დატოვება”, – განაცხადა კახა კუკავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები