შალვა ნათელაშვილი: არავითარი თანხა ნიკამ არ უნდა გადაიხადოს, რაც მეტს დაგვიჭერენ, მეტს მიგვცემენ პასუხისგებაში, უფრო მალე დაემხობიან

“არავითარი თანხა ნიკამ არ უნდა გადაიხადოს, რაც მეტს დაგვიჭერენ, მეტს მიგვცემენ პასუხისგებაში, უფრო მალე დაემხობიან”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მასობრივ დარღვევაზე უნდა წავიდნენ.

„დაუმორჩილებლობა მიდის. დაუმორჩილებლობა ამ ეტაპისა დაიწყო მაშინ, როცა ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიქცევა. რა თქმა უნდა, გამწვავდება დაუმორჩილებლობის პროცესი, არ უნდა გადაიხადონ.

ჩვენ მასობრივ დარღვევაზე უნდა წავიდეთ ე.წ.  კომენდატის საათში, რადგან კოვიდსა და ინფექციას ივანიშვილი იყენებს გამდიდრებისა და ჩვენი სახლში ჩაკეტვისთვის, რათა მის რეჟიმს საფრთხე არ დაექმუროს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს დაუმორჩილებლობაა, არავითარი თანხა ნიკამ არ უნდა გადაიხადოს. რაც მეტს დაგვიჭერენ რაც მეტს მოგვცემენ პასუხისგებაში, უფრო მალე დაემხობიან, უფრო მალე დაინახავს მსოფლიო ვისთან აქვა საქმე და ვის უჭერენ მხარს ზოგიერთი სამარცხვინო ელჩები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პროკურატურამ მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 5 თებერვალს მისცა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები